logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს
- +

17 ივნისი. 2019. 18:42

 

 

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

 

„ნებისმიერი განცხადება და მით უმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაზეც დაწყებულია საგამოძიებო პროცესი“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქციის შეფასებისას.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული რეაქცია მუქარის შემცველ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და არაფორმალური გაერთიანებების შესაძლო ჩამოყალიბებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner