logo_geo
eng_logo
ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ
- +

31 მაისი. 2016. 17:46



ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) ხვალ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე იმსჯელებს. 
შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მაშინ რადიო


„თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი იტყობინებოდა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. 

20 მაისს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი გატანილი იქნება COREPER-ის სხდომაზე.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ტერეზა მეის ინფორმაციით, 
აღნიშნულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი თანხმობის მისაღებად იქნება გატანილი, რათა ევროპარლამენტთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყოს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner