logo_geo
eng_logo
ისრაელში ქართველების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით 14 პირია დაკავებული
- +

18 ივნისი. 2019. 01:25

 

 

ქართველების ისრაელში უკანონო გზით გადაყვანის ბრალდებით თელ-ავივში, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის 6 თანამშრომელი დააკავეს.

 

ებრაული გამოცემის, news.walla.co.il-ის ინფორმაციით, აყვანილია კიდევ 8 ადამიანი, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ და ისინი აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად, ორგანიზებულად მოქმედებდნენ – ფულის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეები ისრაელის ტერიტორიაზე გადაჰყავდათ.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ებრაული მედია ვარაუდობს, საკითხზე დაკავებების სერია სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები განხორციელდა. საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციიის შედეგად, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში არალეგალი ქართველები აიყვანეს.

 

როგორც ისრაელის პოლიციაში განმარტავენ, ეს დაკავებები ქართველების წინააღმდეგ არ ხორციელდება, მათი მიზანია კრიმინალური ქსელის გამოვლენა და კანონის შესაბამისად დასჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner