logo_geo
eng_logo
აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტს გზავნის
- +

18 ივნისი. 2019. 12:02

 

ირანთან კონფლიქტის გამწვავების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით კონტინგენტს ისევ გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას PIA.GE ავრცელებს.

 

როგორც პენტაგონში აღნიშნავენ, ახლო აღმოსავლეთში ათასამდე ამერიკელი სამხედრო „თავდაცვითი მიზნებისთვის“ იქნება დისლოცირებული.

 

17 ივნისს პენტაგონმა ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც  ომანის ყურეში ორ ტანკერზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ჩართულობას ადასტურებს.

 

ამერიკული მხარის მტკიცებით, ტანკერზე ნაღმი ირანის რევოლუციის კორპუსის ერთ-ერთმა სამხედრომ დაამონტაჟა.

 

13 ივნისს ომანის ყურეში ნავთობმზიდს „Front Altair“ ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტანკერზე ერთი ქართველი, 11 რუსი და 11 ფილიპინელია.

 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტანკერზე ცეცხლი აფეთქების შედეგად გაჩნდა.

 

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 24 მაისს გააკეთა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, აღნიშნული „თავდაცვით“ ხასიათს ატარებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner