logo_geo
eng_logo
ქუთაისში მომხდარი აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება
- +

18 ივნისი. 2019. 12:20

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ გამხდარა და სავარაუდოდ, ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა. 

 

ქუთაისში გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

 

აფეთქების შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. ორი მათგანი თბილისში გადაჰყავთ. ერთ-ერთი დაშავებული 10 წლის ბავშვია. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner