logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნას დაესწრება
- +

18 ივნისი. 2019. 14:21

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 20-22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში გაემგზავრება.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნას დაესწრება. ასევე, ადგილზე უგულშემატკივრებს ქართველ სპორტსმენებს.

 

მოისწრაფიშვილის განცხადებით, დაგეგმილია პრეზიდენტის სტუმრობა სპორტსმენთა ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე საქართველოს 63 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს.

 

ამასთან, მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები ბელარუსის მხარესთან. დაგეგმილია ბელარუსში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების წარმომადგენლებთან როგორც ორმხრივი, ასევე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner