logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკაში მთელი რიგი მიმართულებით დადებითი ტენდენციები აღინიშნება
- +

31 მაისი. 2016. 18:05



ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში მთელი რიგი მიმართულებით დადებითი ტენდენციები აღინიშნება.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმის, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზი იყო წლის დასაწყისში.


საქართველოს ეკონომიკაში მთელი რიგი მიმართულებით აღინიშნება დადებითი ტენდენციები. დადებითი ტენდენციებია ექსპორტში, როგორც საქონლის წმინდა ექსპორტში, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზრდილია 25 მილიონ დოლარზე მეტით, მისი მომსახურების ექსპორტში, ტურიზმის სექტორში, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 20%-ით რაც ასევე ქვეყანას დამატებით შემოსავლებს აძლევს. აღსანიშნავია, გააქტიურებულია შიდა ინვესტიციები, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, ფულადი გადმორიცხვები უბრუნდება ძველ ნიშნულს. საგრძნობლად არის გაზრდილი ბიზნესის მხრიდან დადებითი მოლოდინები, რაც აისახა აპრილის თვეში გაზრდილ ეკონომიკურ ზრდაზე, ესაა 4,3% და ლარის კურსის სტაბილურ გამყარებაზე. ლარის კურსი ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით, 15%-მდე გამყარდა და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმის, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზი იყო წლის დასაწყისში. აღნიშნული გარემოებები გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც. კერძოდ, დღგს გადამხდელების ბრუნვა აპრილის თვეში გაზრდილია 9%-ით და მნიშვნელოვანია, რომ დღგს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა აპრილის თვეში გაზრდილია 13%-ით, რაც აისახა მაისის თვის საბიუჯეტი შემოსავლების ნაწილზეც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტის საშამოსავლო ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონ ლარზე მეტი თანხა", - განაცხადა ხუციშვილმა.


მისი თქმით, იმ მონაცემებით, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, 3%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა. 


ეს ბევრ ფაქტორზეა კიდევ დამოკიდებული, მომავალში როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ 3%-ზე მეტი იქნება, თუმცა ბოლო ტენდენციაც აჩვენებს, აპრილის თვის 4,3%-იანი ზრდა საკმაოდ კარგ იმედებს იძლევა", - განაცხადა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ლარის კურსთან მიმართებაში მოლოდინია, რომ გაგრძელდება ის გამყარების ტენდენცია, რა ტემპითაც ლარი აქამდე მყადებოდა. 


ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ის ფაქტორები, რომელიც ეხმარება ლარის კურსს გამყარებაში. ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის გამყარება იქნება სტაბილური გარკვეულ პერიოდზე განვრცობილი და არა მყისიერი ერთჯერადი", - განაცხადა ხუციშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner