logo_geo
eng_logo
შსს ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს
- +

18 ივნისი. 2019. 15:43

 

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადებაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რაიონი, სოფელი მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30-ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner