logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინების შესაძენად და მშენებლობისთვის 350 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი
- +

18 ივნისი. 2019. 15:46

 

„2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინების შესაძენად და მშენებლობისთვის 350 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხის დაცვა და ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება, რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.

 

„მსურს, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ბინათმშენებლობაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გამსხვილდა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება  2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი თანხები, რათა ჩვენი დევნილებისთვის მოხდეს ბინების შეძენა და მათი მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ამ ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხის დაცვა და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება, რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, მე ხაზი მინდა გავუსვა შრომით უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, ჩვენ მოგვცა უმძიმესი შედეგები და ამ მძიმე შედეგებს ჩვენ დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების საკითხების განმტკიცება, გაძლიერება რჩება და იქნება სამინისტროს პრიორიტეტებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner