„აგრესიულ დღის წესრიგში პრაიდის ჩატარების საკითხის გადატანა საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სახელმწიფომ საფრთხეები სწორად შეაფასა და შსს-მ სათანადოდ იმოქმედა.
„სახელმწიფოს მხრიდან ყველა კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.