logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: დავით სერგეენკომ როგორც სამედიცინო, ასევე ფართო საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა და შეინარჩუნა
- +

18 ივნისი. 2019. 16:16

 

„დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად გაართვა თავი და თან ისე, რომ როგორც სამედიცინო, ასევე ფართო საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა და შეინარჩუნა“, - ამის შესახებ  „პირველ არხს“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

 

დეპუტატის შეფასებით, ეს ქართულ რეალობაში საჯარო მოხელისთვის ადვილი არ არის.

 

ზოიძის თქმით, შვიდი წელი მინისტრობა საქართველოს მსგავს პოლიტიკურად დამუხტულ სიტუაციაში ურთულესია.

 

„მივესალმები, რომ დავით სერგეენკო ჩვენი გუნდის წევრად რჩება და იმედი მაქვს, რომ მის მიერ დაწყებულ რეფორმებში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს”, - დასძინა აკაკი ზოიძემ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner