logo_geo
eng_logo
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე გახდა
- +

18 ივნისი. 2019. 17:28

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

 

სიტყვით გამოსვლის ჯაბა ფუტკარაძემ თინათინ ზოიძისა და ყოფილი თავმჯდომარის სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

 

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner