logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რასაც სააკაშვილი სხვას დანაშაულად უთვლის, თავადვე ხდება ამ დანაშაულის ავანგარდი
- +

31 მაისი. 2016. 18:27



ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის გუნდის მიმართ დაწყებული კამპანია უსაფუძვლო არ არის. თუმცა, მის სკეპტიციზმს იწვევს ის, რომ ოდესის გუბერნატორს უპირისპირდებიან ადამიანები, რომლებიც თავადაც სერიოზულ კორუფციაში არიან ჩართულები.


 

„უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ სკანდალები ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ის პოზიციებს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მისმა რამდენიმე თანამებრძოლმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა, ზოგი კი საერთოდ წავიდა უკრაინიდან, ამ ეტაპზე თვითონ სააკაშვილის მდგომარეობა მაინც მყარია. ეს განპირობებულია არა იმით, რომ უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ ერევა სააკაშვილის გავლენებს, არამედ იმით, რომ არსებობს ვალდებულებები, მათ შორის აშშ-ის მიმართ და ამ ვალდებულებების ერთ-ერთი გამტარი სწორედ მიხეილ სააკაშვილია.

 

 

რასაც სააკაშვილი სხვა დანაშაულად უთვლის, თავადვე ხდება ამ დანაშაულის ავანგარდი. რაც მის გულწრფელობას, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ეჭქვეშ აყენებს. ის ასე მოქმედებდა საქართველოშიც. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ფონდებთან დაკავშირებული სკანდალი რეალობას შეესაბამებოდეს", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

ოდესის გუბერნატორს პოლიტიკური ოპონენტები საეჭვო ფინანსურ გარიგებებში ადანაშულებდნენ. სკანდალი გასულ კვირას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკით გაგრძელდა. გენერალურმა პროკურატურამ ამოიღო დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს, საუბარია 20 მილიონ გრივნაზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner