logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მერიამ აუქციონზე ორი „პრადო“ გაყიდა
- +

18 ივნისი. 2019. 18:15

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი „TOYOTA LENDCRUISER-PRADO“-ს მარკის ავტომობილი აუქციონზე გაყიდა. ერთ-ერთი საკრებულოს თავმჯდომარის სარგებლობაში იყო.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილი 44 400 ლარად გაიყიდა, რაც შეეხება მეორე მანქანას, ის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნოდა და 48 240 ლარად გაიყიდა.

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასაყიდად დარჩენილია სამი ავტომობილი, რომლებიც ამ ეტაპზე აუქციონზე ვერ გაიყიდა, თუმცა მერია მათ, სავარაუდოდ, აუქციონზე ისევ გაიტანს. გასაყიდი ავტომობილებით მერი, მერის მოადგილე და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner