ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციასა და არასრულწლოვანს შორს ინციდენტი მოხდა. 16 წლის ბიჭი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ imedinews.ge ავრცელებს.
როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ის ემოციური ფონის ქვეშ იყო.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ბიჭი სცემეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით სეირნობდა. ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, საფეხმავლო ბილიკიდან გადასულიყო ველობილიკზე, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საქმის მოკვლევა პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო.