logo_geo
eng_logo
„მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ“, - პრემიერი შს სამინისტროს მიმართავს
- +

26 თებერვალი. 2016. 15:54



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს სამინისტროს მიმართავს, დროულად, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი:


„მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

 

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

 

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner