logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: კორუფციული სქემების დიდოსტატი სააკაშვილი ილუზიას ქმნიდა, თითქოს კორუფციას ებრძოდა
- +

31 მაისი. 2016. 18:27



„ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ სააკაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებით, პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ოპერაციის მთავარი ადრესატი არის მიხეილ სააკაშვილი", - ამის შესახებ პარლამენტარმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის თანაშემწის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გაზეთ „პრაიმტაიმს" ესაუბრა.



„პირადად ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად იცის სააკაშვილის ხელწერა, კითხვები ნაკლებად ჩნდება. ვინც მას იცნობს და იცის, რისი გამკეთებელია, ცხადია, ეს არ გაუკვირდება. კორუფციული სქემების დალაგება და კლანური ტიპის მმართველობა სააკაშვილის ხელწერაა. ის ყოველთვის ქმნიდა ყალბ ბუტაფორიულ ილუზიას, თითქოს პირიქით, თავად ებრძოდა კორუფციას. რეალურად, ეს ადამიანი თავად არის ასეთი სქემების დიდოსტატი. ვფიქრობ, უკრაინაში სერიოზული პროცესი დაიწყო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე ფაქტები დაიდება", - გააცხადა ბესელიამ.



ოდესის გუბერნატორს პოლიტიკური ოპონენტები საეჭვო ფინანსურ გარიგებებში ადანაშულებდნენ. სკანდალი გასულ კვირას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკით გაგრძელდა. გენერალურმა პროკურატურამ ამოიღო დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს, საუბარია 20 მილიონ გრივნაზე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner