logo_geo
eng_logo
შეიარაღებულმა პირებმა მალიში 41 ადამიანი მოკლეს
- +

19 ივნისი. 2019. 11:12

 

 

მალიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 41 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლებით ორ სოფელს დაესხნენ თავს.

 

ბოლო რამდენიმე თვეა, აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები ხშირად ხდება. ორ სოფელში თავდასხმები დოგონის ეთნიკურ ჯგუფზე მოხდა. არეულობებს მალის ცენტრალურ ნაწილში დოგონის ეთნიკური ჯგუფის ათობით წარმომადგენელი შეეწირა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner