logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: არავინ ეპყრობა რუსეთს უფრო მკაცრად, ვიდრე მე
- +

19 ივნისი. 2019. 11:49

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალაქ ორლანდოში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ინფორმაციას „Fox News“ ავრცელებს.

 

„არავინ ეპყრობა რუსეთს უფრო მკაცრად, ვიდრე დონალდ ტრამპი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპმა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები, კერძოდ დემოკრატები, მოსკოვის მიმართ რბილ პოლიტიკაში  და სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.

 

„დემოკრატებს რუსეთი არ აინტერესებთ. ისინი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ გავლენას განიცდიან.

 

მათ ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს. დემოკრატიული პარტია, რომელიც ასევე არჩევნებში საკუთარ კანდიდატს წარადგენს, მოქმედ პრეზიდენტს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მოსკოვის მხარდაჭერით დონალდ ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner