logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მშენებლობის საკითხებში რისკების და საფრთხეების გამორიცხვა უკიდურესად პრინციპული საკითხია
- +

19 ივნისი. 2019. 13:28

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება მომავალში არ უნდა შენარჩუნდეს ნორმად, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერა ექნება.

 

„არსებობს რისკები, რომელიც შესაძლოა საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. იქნება ეს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა თუ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, უნდა არსებობდეს მათზე რეაგირების მექანიზმები, რომ დაცული იქნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ეს პრინციპული საკითხია“, - აღნიშნავს ზაზა გაბუნია

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტს სჭირდება სათანადო მექანიზმები სამშენებლო დარღვევების აღსაკვეთად და უკანონო მშენებლობებთან მიმართებით ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner