logo_geo
eng_logo
გამოცდების ეროვნული ცენტრი: გაგრილების სისტემით ყველა საგამოცდო ცენტრი აღიჭურვება
- +

19 ივნისი. 2019. 14:35

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.

 

„10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

 

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

 

საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner