logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა
- +

19 ივნისი. 2019. 15:33

 

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

 

სუსლიაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები, რომლებიც საქმეში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვლინდა.

 

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner