logo_geo
eng_logo
მიშელ პლატინი საპატიმროდან გაათავისუფლეს
- +

19 ივნისი. 2019. 15:47

 

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საპატიმროდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ პლატინის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ აცნობა.

 

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმე ეხებოდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილის შერჩევისას არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციასა და კორუფციულ გარიგებას.

 

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ პარიზის გარეუბანში დააკავეს. მის მიმართ კითხვები მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ყატარის შერჩევასთან დაკავშირებით არსებობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner