ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა, შტატისა და ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ერთობლივი ოპერაციის დროს ფილადელფიის ერთ-ერთ ნავსადგურში გემიდან ამოიღეს 16,5 ტონა კოკაინი, რომლის ღირებულებაც მილიარდ დოლარზე მეტია. კოკაინის ასეთი მსხვილი პარტიის ამოღება აშშ-ის ისტორიაშიც იშვიათი შემთხვევაა.
კოკაინი 7 კონტეინერში იყო განაწილებული. დაკავებულია ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებმაც კოკაინის გემზე დატვირთვაში მონაწილეობა აღიარეს. გემი მანამდე იმყოფებოდა ლათინური ამერიკის პორტებში - ჩილეში, პერუში, კოლუმბიასა და პანამაში.