logo_geo
eng_logo
ერაყში, ნავთობგიგანტების ოფისების ტერიტორიაზე, რაკეტა ჩავარდა - დაიჭრა 3 ადამიანი
- +

19 ივნისი. 2019. 16:10

 

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრას მახლობლად, რამდენიმე ნავთობგიგანტის საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა. რაკეტა ახლო მოქმედების, საბჭოთა რეაქტიული „კატუშას“ ტიპის იყო.

 

მომხდარს ნავთობის მოპოვების თუ ტრანსპორტირებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ერაყელ სამხედროებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

 

აღნიშნულ კომპლექსში მდებარეობს მათ შორის ისეთი კომპანიების ოპერატიული შტაბ-ბინები, როგორიც არის „ექსონმობილი“, „როიალ დაჩ შელი“ და „ენი“. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner