logo_geo
eng_logo
აფხაზეთში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, ორმოც სამარხზე მეტი გაიხსნება
- +

19 ივნისი. 2019. 17:40

 

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი​ს ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში 19 ივნისიდან სექტემბრამდე იმუშავებენ.

 

„გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი​ს, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია – პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული.

 

ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტები – არქეოლოგები, ანთროპოლოგები – პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში უკვე მესამე წელია მონაწილეობენ გათხრებისა და ექსჰუმაციის პროცესში.

 

2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner