logo_geo
eng_logo
საქართველოში აგროსექტორის განვითარებისთვის €2-მილიონიანი პროექტი დაიწყო
- +

19 ივნისი. 2019. 18:15

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი €2 მილიონია და ფონდი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აფინანსებს.

 

FAO-ს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას.

 

ორგანიზაციის ცნობით, დაგეგმილია, როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.

 

გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა.

 

ოთხწლიან პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, „ავსტრიასთან თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner