logo_geo
eng_logo
„დახურულ კარს მიღმა შეყუჟული რამდენიმე ადამიანი ყველას ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს“ - რა ხდება ენმ-ში?
- +

31 მაისი. 2016. 19:43


 

რატომ დატოვა ენმ გურამ ჩალაგაშვილმა - ამის შესახებ ყოფილი „ნაციონალი" გაზეთ „პრაიმტაიმს" ესაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი იდეების დეფიციტია და პარტიას სულ რამდენიმე ადამიანი მართავს.

 

„არჩევნების შემდეგ პარტია უფრო ჩაიკეტა. პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა შეყუჟული ზის რამდენიმე ადამიანი და ყველას ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად რჩება ჩემთვის სულ რამდენიმე პატივსაცემი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა. დღეს, ფაქტია, რომ გადაწყვეტილებას იღებს სულ რამდენიმე ადამიანი; არანაირი ახალი სახე, არანაირი ახალი იდეა. ამისთვის მზაობაც კი არ არსებობს, შესაბამისად, ამ პარტიაში ჩემი პერსპექტივა ვეღარ დავინახე", - აცხადებს ჩალაგაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner