გამოცემა BBC-ის ცნობით, პარიზში, აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ვან გოგის თვითმკვლელობის იარაღი € 162 500 გაიყიდა.
აუქციონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რევოლვერი მოსალოდნელზე სამჯერ ძვირად გაიყიდა. მყიდველი კერძო კოლექციონერია და ნივთის შესყიდვა ტელეფონით მოხდა.
ვან გოგის თვითმკვლელობის იარაღი 1965 წელს იპოვეს, იმ სოფლის მახლობლად, სადაც მხატვარმა საბედისწერო გასროლა განახორციელა 1890 წელის 27 ივლისს. მან ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიიყენა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.