შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „Fox News“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი იაპონიის ქალაქ ოსაკაში G-20 სამიტის დროს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
„რუსეთთან დიალოგი გვსურს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგიძლია. ასევე ჩინეთთან დიალოგი მსურს და ვფიქრობ, რომ ამასაც შევძლებთ. იაპონიაში პუტინსა და სი ძინპინს შევხვდები“, - ციტირებს სააგენტო „როიტერი“ დონალდ ტრამპის სიტყვებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა წინა დღეს განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მაისში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 20 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება. პუტინმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ იაპონიის ქალაქ ოსაკაში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 27-28 ივნისს იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართება.