logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩეროს თავდაცვის მინისტრმა!
- +

26 თებერვალი. 2016. 16:13



„მინდა, მოვუწოდო რესპუბლიკურ პარტიას, მისცენ პროკურატურას ობიექტური დასკვნის დადების საშუალება, იქონიოს სინდისი და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეიჩეროს გაყალბებაში ეჭვმიტანილმა თავდაცვის მინისტრმა", - განცხადებას მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:


„დავით ბერძენიშვილი ამაყობს, რომ სანდრო ბრეგაძე მინისტრთა კაბინეტიდან ჩვენ გავაგდეთო, ეს „იმედის" სიუჟეტშიც დაადასტურა. მაგრამ ეს არაა მთავარი, მეც ვაღიარებ, რომ სწორედ რესპუბლიკელებმა მოგვიცილეს მე და კიდევ ბევრი სხვა. ახლა მთავარი საგარეჯოში არჩევნების ფალსიფიკაციის ფაქტების გამოძიებაა, ობიექტური გამოძიება! ობიექტური გამოძიება ვერ იქნება მანამდე, სანამ თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრია, რადგან მას, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირს, შეუძლია გავლენის მოხდენა მოწმეებზე, მითუმეტეს, რომ ეს მოწმეები მასზე დაქვებდებარებული პირები არიან ანუ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ღირსების საქმეა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების დაცვაა, რომ სამართლიანად დაისაჯოს ყველა დამნაშავე", - წერს სანდრო ბრეგაძე.



იხილეთ ამავე თემაზე ირმა ინაშვილის განცხადება:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=960




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner