logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკომ ჟურნალისტები ძაღლებსა და ტურებს შეადარა
- +

31 მაისი. 2016. 21:19



„უკრაინელმა ჯარისკაცმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, ჟურნალისტები ძაღლებსა და ტურებს შეადარა. შესაბამისი განცხადება მან უკრაინის პარლამენტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა," - აღნიშნულის შესახებ 112.ua იუწყება.


"ჟურნალისტები ძაღლებს ჰგვანან. მართლა, ამბობენ რომ ჟურნალისტების შესახებ ცუდი არ უნდა თქვა. თქვენ ხომ ტურებს ჰგავხართ, მზად ხართ დაგლიჯოთ და ისე რომ, ვერც კი ხვდებით, თუ რატომ აკეთებთ ამას", - განაცხადა სავჩენკომ, შეკითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს იგი ავტოგრაფის მიცემაზე, ფოტოს გადაღებასა და ყვავილების ჩუქებაზე.


სავჩენკომ გაიხსენა ის შემთხვევა, როდესაც უკრაინაში დაბრუნებისთანავე იგი ყველა მხრიდან ჟურნალისტების გარემოცვაში მოექცა, რასაც მან ჟურნალისტების გიჟური თავდასხმა უწოდა. მისი თქმით, მას სურს, რომ ჟურნალისტებს ადამიანებთან ურთიერთობა ასწავლოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner