„რუსები მანამ არ წამოვლენ მოლაპარაკებაზე და არ გაგიწევენ ამგარიშს, ისევე, როგორც სხვები, სანამ არ დაინახავენ, რომ მზად ხარ იბრძოლო შენი ღირსებისთვის."- თბილისის საკრებულოს წევრის სოსო მანაჯავიძის განცხადებით, დროა საქართველომ რუსეთსა და მთელს მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველო თითოეულ მოტაცებულ ქართველზე სათანადო პასუხს მოსთხოვს ნებისმიერს.
„სანამ თითოეულ მოტაცებულ ქართველზე სათანადო პასუხი არ გაეცემათ ათმაგად, სანამ დღევანდელი მკვლელობის მსგავსი მოქმედება უპასუხო დარჩება, მუდმივად ასეთ დღეში ვიქნებით.
დღეს გვქონდა საუბარი ბატონ თენგიზ ჩხიკვაძესთან ტელეკომპანია "დროში" 'ენგურჰესთან" დაკავშირებით.
ფაქტიურად დოტაციას ვუწევთ სეპარატისტებს და რუსულ ჯარს.
არადა, კაშხალი ჩვენს ხელშია.
უნდა გავიყვანოთ ახალი სადერივაციო გვირაბი და ჩვენი რესურსი ჩვენვე გამოვიყენოთ.
უნდა გამოვიდეთ ამ კურდღლის მდგომარეობიდან. ეს აუტანელია.
მაგათ დაფინანსებას სჯობს საერთოდ დავცალოთ წყალსაცავი. სააკაშვილი, ხეთაგური, ნოღაიდელი და ძმანი მათნი კი, ვინც ეგ ხელშეკრულება 2008 წელს დადო, როცა ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, თქვენ თვითონ განსაჯეთ, რისი ღირსი არიან."- წერს მანჯავიძე.