საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირი ნ.ჩ. მიმალვას ცდილობდა და თბილისში, ვაშლიჯვრის სასაფლაოებთან დააკავეს.
გუშინ, გვიან ღამით მეტრო „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგნობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.