„არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის მორიგი გაუფასურების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ლარის კურსზე საუბარს დავიწყებ იმ განცხადებით, რაც გაავრცელა სავალუტო ფონდმა. სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს მაკოროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს. აქედან გამომდინარე, არაფერი გვაფიქრებინებს, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები საშიშ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს, ისევ და ისევ, როგორც წინათ იყო, ისევე იქნება მოკლევადიანი რყევა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.