„მე და ჩემი მეგობრები ვაცნობიერებთ, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით ძალიან ძლიერ, ვერაგ და ცბიერ ძალას, რომელიც ფლობს განუზომელ ფინანსებს, კარგად ორგანიზებულ ინსტიტუტებს და აქედან გამომდინარე დიდ ძალაუფლებასაც."- ამის შესახებ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ ტელეკომპანია „ქართული არხის" ეთერში განაცხადა:
ჩვენ ხშირად ბრძოლას ვაგებთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ!- ეს ნიკლოზ სერბის სიტყვებია, როდესაც მან ქრისტიანებს მიმართა და კიდევ ერთი, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!"- განაცხადა ტომარაძემ.