„კერძო-საჯარო თანამშრომლობა არის ნაწილი იმ სტრუქტურული რეფორმებისა, რომლებმაც ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სტრუქტურული რეფორმები გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება ვაქციოთ ინკლუზიურად და ის ოჯახების კეთილდღეობასთან დავაკავშიროთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე საჯარო - კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა.
თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს.
„ეს ის პროექტებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ, განვახორციელოთ. საუბარია არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ მათ ყველა რეგიონში განვახორციელებთ და მათ მშენებლობაში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.