logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა ჩვენი სურვილის...
- +

20 ივნისი. 2019. 13:19

 

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთის საგარო საქმეთა მინისტრი იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფთანი, ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.

 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე  დავით ზალკალიანმა  ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან თანამშრომლობის დადებით მიმდინარეობას. 

 

„ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, საუდის არაბეთი მუდმივად აფიქსირებდა თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ , - განაცხადა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში და ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობას, ამ კუთხით აღინიშნა საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი პირდაპირი ავია რეისები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებს, აღინიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით  თანამშრომლობის კუთხით საუდის არაბეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის. 

 

მინისტრი მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

 

მინისტრის თქმით, ქართული მხარე დიდ ყურადღებას უთმობს არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენას.

 

„დარწმუნებული ვართ, რომ აქ არსებობს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებასაც ექნება ძალზე დადებითი შედეგები ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დავით ზალკალიანმა შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადა მის აღმატებულებას იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ-ასაფის და მის თანმხლებ დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner