logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: არ ვარ საქართველოში და სირცხვილია, რაც დღეს მოხდა!
- +

20 ივნისი. 2019. 13:30

 

პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

არ ვარ საქართველოში და ასობით კილომეტრით შორსაც ცეცხლივით მწვდება იმით გამოწვეული ბრაზი და სირცხვილი, რაც დღეს მოხდა! მოვითხოვ ამ ასამბლეის დაუყონებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან წასვლას!“ - წერს გაბუნია ფეისბუქ-პოსტში.

 

დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner