logo_geo
eng_logo
ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

20 ივნისი. 2019. 13:38

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

 

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. „სახალხო ლეგიონის“ წევრები ლგბტ-აქტივისტების ქამრებით შეკვრასა და მათ მიერ გამართული პრაიდის ჩაშლას გეგმავდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner