ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა და ბოდიში მოუხადა ასამბლეის სტუმრებს.
„დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარად ჩანს, რომ ჯობდა, ამ სხდომისთვის სხვა ადგილი შერჩეულიყო, შესაბამისად, არ იყო კარგად გათვლილი. ალბათ, ჩვენი ბრალია, რომ ეს რისკი ვერ გავთვალეთ ბოლომდე, იმ ჯგუფმა, ვინც ვიყავით საორგანიზაციო საქმეებში ჩართულნი. ამიტომ, ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგატს, რომელიც აქ იმყოფება სხვადასხვა ქვეყნიდან. ასამბლეა სხვა ადგილას გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.