logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: გავრილოვის მესიჯს კონკრეტული ადრესატი ჰყავს და ეს ადრესატი საქართველო არ არის!
- +

20 ივნისი. 2019. 15:30

 

საქართველოს რკინიგზა და პორტები; ბანკები, ჰესები, ენერგომაგისტრალები, გაზი, დენი, ნავთი და ბენზინი, ტყეები, მდინარეები და თბილისის წყალიც, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, პარლამენტი რუსეთის „მაიორატის“ ქვეშ რომაა, ახლა აღმოაჩინეთ, ის ერთი სავარძელი რომ დაგენანათ?

 

სერიოზულად კი საქმე შემდეგშია!

 

გავრილოვის მესიჯს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის საკუთრებაა და პარლამენტშიც, რომელ სავარძელშიც მინდა, იმაში ჩავჯდებიო, კონკრეტული ადრესატი ჰყავს და ეს ადრესატი საქართველო არ არის!

 

ამიტომ ძვირფასებო, ახლა მაგ გზავნილზეა სალაპარაკო და არა იმ, ძალიან სასაცილო ამბიციაზე, ეს როგორ გაგვიბედაო?!

 

რას ამბობ, კაცო!

 

ჯერაც არაფერი გაუბედავთ და ეს თავხედობაც პირველია, ხომ იცი! (?!)

 

ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ის არის, რუსეთის ამ გამოხდომასთან სწორედ ჩვენ რომ არაფერ შუაში ვართ!

 

ფაქტი ეს არის და ხვალ-ზეგ მოსკოვის „აღებას“ ტყუილად ნუ ეცდებით!

 

რაც შეეხება ნამდვილ ადრესატს, დარწმუნებული ვარ (თანაც ღრმად), რომ მისი მხრიდან ამ შემთხვევას სერიოზული, მონსტრის რეაქცია მოჰყვება და არა ჩვენნაირი!

 

თუ ბოლოდროინდელ განცხადებებსაც (რასაც ჩვენში პრაქტიკულად არავინ კითხულობს) გადახედავთ, დარწმუნებული იყავით, რომ მისი რეაქცია რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდება!

 

სასაცილო კი, მართლა სატირალი რომ არ იყოს, ის არის, რომ პოლიტიკურად არც აქ ვიქნებით შუაში და აქაც იგნორირებული ვიქნებით, როგორც სახელმწიფო!

 

არ ვართ, მარა არც გვჭირდება სახელმწიფო!

 

ქართველობაც საკმარისია!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner