logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ყოვლად მიუღებელია, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხდომა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს მიჰყავდეს
- +

20 ივნისი. 2019. 16:10

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ დეპუტატი, გენერალი კობა კობალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანასთან დაკავშირებით.

 

„ჩემთვის, როგორც თადარიგის გენერლისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრისა და, უბრალოდ, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რაიმე სახის სხდომა მიჰყავდეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს. სრულად ვიზიარებ ქართველი საზოგადოების პროტესტს, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ მომხდარს და მოვითხოვ შესაბამის მკაცრ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner