კინორეჟისრომა გოგა ხაინდრავამ „პრიორიტეტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მრავალსერიანი ფილმის „9+1"-ის შესახებ ისაუბრა.
„გოგა ხაინდრავას ფილმი 9 წელზე, რომელსაც მაყურებელი არჩევნებმდე ნახავს, როგორ მიმდინარეობს გადაღებები და რამდენი სერიისგან შედგება ის?!"- ამის შესახებ ხაინდრავა დეტალურად საუბრობს.
„18 წლამდე მისი ყურება არ არის მიზანშეწონილი"- განაცხადა გოგა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ პირველი სეზონის ეთერში გაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება.
„სათაური ჩემთვის ძალიან პირობითია, ისედაც ყველამ იცის. გადაღებული გვაქვს 14 სერია, მიდის ამ სერიების გახმოვანება და საბოლოო სახის მიცემა. პარალელურად გადაღებები გრძელდება.
ახლა გადავწყვეტთ როდის დაიწყება ჩვენება. თვის ბოლოს ვიქნებით მზად, რომ პირველი სეზონი წარვუდგინოთ მაყურებელს.
მნიშვნელოვანია ის, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის მისი ყურება არ არის მიზანშეწონილი."- განაცხადა ხაინდრავამ.