logo_geo
eng_logo
„რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს“ - კახა კალაძის განცხადება
- +

20 ივნისი. 2019. 18:02

 

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც დღეს ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება. საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა.  ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.

 

საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა, დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველ დღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით. დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსენსუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ,  ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ, მოუბოდიშონ და  განუმარტონ ქართველ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner