logo_geo
eng_logo
არასრულწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

20 ივნისი. 2019. 19:03

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მოსამართლე მადონა მაისურაძე ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას ერთი საათის განმავლობაში იხილავდა.

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

 

ექიმი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 18 ივნისს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არა ჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner