logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ აუპატიურებდა კაცებს და ხმას აძლევენ დღეს!
- +

25 ივნისი. 2016. 21:48



„გამოვა ქართველი კაცი და ყვირილს დაიწყებს გამაუპატიურესო?!"- გოგა ხაინდრავას განცხადებით ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ციხეებში ხდებოდა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ხოლო კადრების მიჩქმალვა და დამალვა უფრო უარესი, რადგან ყველამ უნდა დაინახოს ნაციონალების სახე.


„ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაული. ჯერ ეგ ერთი არ ისპობა, ეს ფარისევლობაა, კაპიტანი გიგაურის განცხადება ფარისევლობაა. ასეთი რამეები არ ისპობა. პირველ რიგში ეს ამ ბიჭებმა იციან, ვინც ახლა გვიღებს, ესენი მასალას რომ გადაიღებენ წავლენ და გადაწერენ, რომ არ გაფუჭდეს, ეს არის ბუნებრივი კანონი, წესი.

 

ბუნებრივია, რომ ეს მასალები ყველა, გადაწერილი იყო. ეს ყველაფერი არსებობს და არერთ ეგზემპლიარში.

 

გერმანელები თუ აჩვენებდნენ ოსვენციმში რა ხდებოდა, რატომ არ არის მართებული? რატომ არ შეიძლება? ძალადობით არის სავსე ეკრანი, სხვისი  ყურება თუ შეიძლება, შენი დანაშაული არატომ არ უნდა ნახო?

 

„ნაციონალური მოძრაობა" აუპატიურებდა კაცებს და ხმას აძლევენ დღეს! კიდევ მიდის საუბარი, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ."- განაცხადა ხაინდრავამ. 



 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner