logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ინციდენტთან, რომელზეც საუბარი იყო „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არ მაქვს!
- +

1 ივნისი. 2016. 04:34



შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფრომაცია იმის შესახებ, რომ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში არჩილ თალაკვაძეს ჰქონდა შეხება, სიმართლეს არ შესაბამება.


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



„უახლესი ინფორმაცია რუსთავი 2-ის საკითხზე

 

რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი "აუდი"- მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.

 

მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო რუსთავი 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.

 

ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.

 

ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში."


http://police.ge/.../shinagan-saqmeta-saministros-gantsk.../9745



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner