logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება
- +

21 ივნისი. 2019. 11:37

 

 

საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.

 

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner