logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ვერ დაინახეთ უამრავი პროექტი, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი ფულით აფინანსებს...
- +

1 ივნისი. 2016. 01:28



ბექა მჭედლიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს:


„რუსთავი2-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა ახლახანს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთადერთი საქმე ვნახე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ეს არის ხის გადარგვაო.

 

მანდ ვარ მეც - მხოლოდ იმას რომ ხედავთ რაც გინდათ და იმას აჩვენებთ ხალხს თან არაობიექტურად რაც გაწყობთ, მაგიტომ ხართ არაობიექტურები.

ესეიგი  ვერ დაინახეთ უამრავი პროექტი, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი ფულით აფინანსებს და არა ბიუჯეტის ფულით:

 

მათ შორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლებიცსთვისაც ივანიშვილმა საკუთარი ბიუჯეტიდან 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოყო;

 

ვერ ხედავთ 8 უზარმაზ პროექტს,რომლებიც ჯამში 517 $ დაჯდა და ივანიშვილი სთავაზობს ინვესტორებს მათ გადაცემას;

 

ვერ ხედავთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საკონცერტო დარბაზებს,სარაგბო სტადიონებს და არაერთ პროექტს,რომელიც ასევე ასეულობით მილიონი დაჯდა და ასევე ბიძინა ივანიშვილის სურვილით და ფულით კეთდება

 

ვერ ხედავთ რომ იმ ერთი ხის ყიდვის სანაცვლოდ, რომელიც იყიდა, 160 უნიკალური ჯიშის ხე აჩუქა ციხისძირს და ყველანაირი ინფრასტრუქტურა გამართა იქ ასევე საკუთარი თანხებით;

 

მეტს არ ჩამოვთვლი ,მითუმეტეს იმ ყველაფერს რაც მისი პრემიერობის დროს და მისი პრემიერობის შემდეგ მისი გუნდის და პირველ რიგში ირაკლის ღარიბაშვილის მიერ გაკეთდა. ჩამოვთვალე ის პროექტები რომლებსაც 2012 წლის შემდეგ მისი პირადი ფულით აფინანსებს. არადა, ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია, რის გამოც არაობიექტურები ხართ და რაც ორი წუთის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ფრაზით: იმის გარდა მისი გაკეთებული ვერაფერი ვერ დავინახე რომ ხე გადარგო - რომ ვერ ხედავთ და გვაბოლებთ, უფრო სწორად ცდილობთ დაგვაბოლოთ, იმიტომ ხართ არაობიექტურები, მეტი კი არაფერი.

 

და მაინც, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რუსთავი 2 დარჩება იმ მენეჯმენტის ხელში, რომელშიც დღეს არის. მე მაგალითად ძალიან მომწონს რომ არსებობს ასეთი დიიიდი არაობიექტური ტელევიზია და მომწონს არაერთი მიზეზის გამო მაგალითად იმიტომ რომ საზოგადოება დროთა განმავლობაში მიეჩვევა რა უნდა დაიჯეროს და რა არა და ვის უნდა დაუჯეროს და ვის არა. მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს და პირველ რიგში ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს, რომლებსაც ეს ტელევიზია ჩემი აზრით რეალურად ეკუთვნით? ვერც ვერაფერი - ეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და სხვათაშორის, ესეც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა რომ სასამართლო წყვეტს თქვენს ბედ-იღბალს და არა სპეციალური დანიშნულების რაზმი."- წერს მჭედლიშვილი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner